logo
ENG



მორიგი დავა "რუსთავი 2-სთვის"-დვალსა და აქიმიძეს სარჩელი შეაქვთ

17 ოქტ 201908:13
3 წუთის საკითხავი
 
859qqhwrxe1t2b9.png

„რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები წილის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართავენ. საუბარია დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის 60%-იან წილზე. საქმეში მთავარი მოპასუხე ქიბარ ხალვაში იქნება. სარჩელში მოპასუხე მხარედ პაატა კარსანიძეც არის დაფიქსირებული, რომელმაც 2004 წელს „რუსთავი 2-ის" საკონტროლო პაკეტი იყიდა და იმავე დღეს ქიბარ ხალვაშს გადაუფრომა. დვალისა და აქიმიძის ინტერესებს იურისტი კახა კოჟორიძე დაიცავს. ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს დღეს, 15:00 საათზე შეიტანს.   

"დავით დვალს და აქიმიძეს 2004 წელს, მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების უშუალო ჩართულობით და მონაწილეობით ძალადობით წაართვეს "რუსთავი 2-ის" 60% წილი. ჩვენი სარჩელია რის საფუძვლიანი, გვაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები,"-აცხადებს კახა კოჟორიძე. 


close დახურვა